„არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ.. ჩემი “თუთუშები” – მამუკა ონაშვილს დისშვილი 

„არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ.. ჩემი “თუთუშები” - მამუკა ონაშვილს დისშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ სიონის ტაძარში გაიმართება.

მომღერალს ხუთშაბათს სიონის ტაძრის ეზოდან 2 საათზე გამოასვენებენ. ინფორმაციას მამუკა ონაშვილის დისშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„უწმინდესის ლოცვა კურთხევით პანაშვიდი და გამოსვენება იქნება სიონის ტაძრიდან

პანაშვიდი, სამშაბათს და ოთხშაბათს გამოსვენება, ხუთშაბათს 2 საათზე

მადლობა და ბოდიში კიდევ ერთხელ რომ ვერ გპასუხუბოთ.

არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგძელოთ ….

ჩემი “თუთუშები” Mamuka Onashvili შეხვედრამდე  მიყვარხარ“, – წერს თეონა უსტიაშვილი.

მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.