გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე იქნება

გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე იქნებადავით ბაქრაძე გაეროში ელჩი იქნება. ახალ თანამდებობაზე წარმატება მას გაეროში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ უსურვა.

დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას პრეზიდენტმა თავის დროზე, ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ზურაბიშვილმა ივლისში განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, 37 ელჩი იქნა წარდგენილი და აქედან 36-ის დანიშვნას ხელი მოაწერა, დარჩენინლი ერთი კი სწორედ ბაქრაძე იყო.

“ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ. […]

ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არც ერთი სტატია, რომელსაც არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენთვის მთავარი – ვაშინგტონი, ნიუ იორკი და ბრიუსელი ხომ? თუმცა, წავიდეს სხვაგან და მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. ეს არ მიიღეს, არა, უთუოდ უნდა წავიდეს გაეროში. ვთქვი, რომ ამას არ ვეთანხმებოდი და ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები, რატომ ეს ადამიანი?”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.