გურამ მაჭარაშვილი – „ელჩი გავრილოვის ღამეს ხელისუფლებას აბრალებს” 

გურამ მაჭარაშვილი - „ელჩი გავრილოვის ღამეს ხელისუფლებას აბრალებს" ამერიკელი დიპლომატის კრიტიკას ივანიშვილის ოთხეული ისევ თავდასხმით პასუხობს.  კელი დეგნანის მწვავე შეფასების საპასუხოდ ასპარეზზე გურამ მაჭარაშვილი გამოიყვანეს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს ტყუილში ამხელს და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ელჩმა მათ მიერ წარდგენილ ვერცერთ ბრალდებაზე კონტრარგუმენტი ვერ წარადგინა.

ეს განცხადება, პრაქტიკულად, არის აღიარება იმისა, რომ ნებისმიეირ ჩვენი ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან არცერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არ უპასუხია და კონტრაქრგუმენტი არ წარმოუდგენია. მეტიც, ის, მსაწუხაროდ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. სიანტერესოა, რა არის შეთქმულება მისი აზრით? ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთოხვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქუმელბაა? ან ის, რომ საელჩო ამბობს, რომ მან 30 წელი გადაიხადა იმისთვის, რომ განვითარებულიყო ქართული მართლმსაჯულება და ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს, პარლამენტს და იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ და ამა თუ იმ კანონშ უნდა შევიდეს ცვლილება, ეს შეთქმულებაა? საინტერესოა, გავრილოვის ღამეზე საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე, – თქვა მაჭარაშილმა.
ელჩმა დღეს თქვა, რომ ყველა გამოწვევაზე, პოლარიზაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა და ანტიამერიკული კამპანია პასუხისმგებლობოს სხვაზე გადატანის მცდელობაა.