„გვიშველეთ! ვტირი… საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის…“ 

„გვიშველეთ! ვტირი... საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის...“ მოქალაქე ცირა ასპანიძე-მესხიშვილი სოციალურ ქსელში ფოტომასალას ავრცელებს და წერს:

„SOS! დაარისხეთ ზარები , ხალხო! დაარისხეთ და ითხოვეთ მეზობელი ქვეყნებიდან დახმარება. თორემ, თაობები შეგვაჩვენებენ! მაინც და მაინც აწყური და თისელი, ურავლის ხეობა და საფარაც უნდა გადაიბუგოს? ვაააააა!- იტყვი რამეს და გამომიხტებიან აქ პარტიული ნიშნებით.თქვენი ხმა არ გავიგონო, თორემ!…ისედაც გამწარებული ვარ.

გესმით, ხალხოო? გესმით? მარტო ექსკურსიებზე და ტურებით კი არ უნდა ინტერესდებოდეთ მესხეთით, გვიშველეთ, თორემ წაიღებს ყვავ-ყორანი ისევ, როგორც ოდესღაც იყო! ფეხზე დადექ, საქართველოოოოოვ!

ვტირი, მესხეთში ვისვენებ. დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა. შავშეთის ერუშეთისა და მესხეთის ქედი აღარ ჩანს. კვამლშია გახვეული! საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის. წარმომიდგენია, რა ხდება იქ. აწყური- ჩემი მშობლების სიყვარულის ნავსაყუდელია.

ეს ფოტო აწყურის ტყეშია გადაღებული. ცეცხლი სოფლიდან უკვე 5 კმ-შია.

გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო!

მოგიხმობთ „სიყვარულის საელჩო… მუხლმოყრილი გევედრებათ თქვენი შაშვი“.