„კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი შესყიდვიდან 60 მილიონი გააქრო… თურმე ვერტმფრენი ძვირი ღირს!!!“ – ვახო სანაია

„კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი შესყიდვიდან 60 მილიონი გააქრო... თურმე ვერტმფრენი ძვირი ღირს!!!“ - ვახო სანაიავახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

„ისეთი გამწარებული ვარ, ლამის ტელეფონი მოვისროლო.
გომელაურის თქმით, ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ 5 ვერტმფრენი დარჩათ – 4 დიდი და 1 პატარა.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს ერთი ვერტმფრენი. იმის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ 100-200 ვერტმფრენი ჰყავდეს.

იცით, რა არის კატასტროფა – კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი შესყიდვიდან 60 მილიონი გააქრო. ეს მხოლოდ ერთი ფაქტი დავასახელე ! მხოლოდ ერთი ! ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში. მერე მოგვიტრიალდებიან და იცით, რა – არა გვყავს ვერტმფრენები, ძვირიაო. ამიტომ ბორჯომის ტყე უნდა დაიწვას, იქ ვიღაც დაიღუპოს, იქ ათასი უბედურება უნდა მოხდეს. ძვირია, რა ქნან ?! ტიპმა 60 მილიონი ააორთქლა ერთი ტენდერიდან, მერია ბანაობს კორუფციაში და ბედნიერად იღებს ,,ზაგარს”. არ კიდია, ცეცხლი როგორ მოსპობს ტყეებს ?!

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება :
,,კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო“
თავადვე აღიარეს, მილიარდი ლარიო, ხალხო !
სინამდვილეში ბევრად მეტია მოპარული. მილიარდი კი არა, მილიარდებია ჯიბეებში დალექილი – თან კოვიდის პერიოდში, როცა ქვეყანა ცხედრებს ვერ აუდიოდა.
ორი მაგალითი მოვიყვანე მხოლოდ საილუსტრაციოდ, თორემ საქართველოში ახლა რომ კორუფციას მასშტაბები აქვს, სრულიად წარმოუდგენელი.
ხოდა, მეგობრებო, კორუფციასთან შეგუება ძვირი ჯდება. ახლა ბორჯომის ტყით იხდის ქვეყანა ამ საფასურს.
ახლა გამოდიან და თურმე ვერტმფრენი ძვირი ღირს!!!“