გორის დევნილთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან მყოფი შვილიშვილის გადარჩენა კი მეზობლებმა შეძლეს.
“88 წლამდე კაცი გარდაიცვალა, შვილიშვილიც იყო და გადაარჩინეს, კაცის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვის შედეგად მოხდა ხანძარი” – ამბობს ადგილობრივი.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.