კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქვიეთად მოსიარულეს დაეჯახა

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქვიეთად მოსიარულეს დაეჯახაპროკურატურის ცნობით, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

“06 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი “ Hyundai Elantra”-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”- ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტზე  გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.