მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულში მკვლელობა მოხდამარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მკვლელობა მოხდა. მეზობელმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი მამაკაცი მოკლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ – 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

“მკვლელმა ჩემი დის შვილი გარეთ გამოიყვანა, მოკლა, მან მიმალვა სცადა, თუმცა, როგორც ვიცი პოლიციამ უკვე დაკავა. მეზობლები არიან, აქამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ”, – ამბობს მოკლულის ბიძა.”