„ვერ მოიცილებთ ლაქას, რასაც მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ჰქვია“ –  ჩარკვიანი ივანიშვილს 

„ვერ მოიცილებთ ლაქას, რასაც მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ჰქვია“ -  ჩარკვიანი ივანიშვილს  თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძინა ივანიშვილს მივმართავ! გაუშვით მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეთ სამკურნალოდ უცხოეთში, არ აჰყვეთ “მონა-მოსამსახურეთა ” ” რჩევა-ღლიცინს” , ყველაზე საშიშნი ეგენი არიან , რადგან პოლიტიკური ” ხარამხანის ვარდები” სხვადასხვა ბაღჩა -ბაღებში ყვავილობას მიჩვეულნი არიან. ნუ შეხვალთ ისტორიაში სირცხვილით , ვერ მოიცილებთ ლაქას , ვერც თქვენ და ვერ ჩვენი ქვეყანა, იმ ლაქას -რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია! თავს ნუ სჭრით ქვეყანას , არ გეპატიებათ , თაობები მოგთხოვენ პასუხს, პოლიტიკური “ხარამხანის ვარდები” კი სხვადასხვა ბაღჩა ბაღებში აყვავების “მცდელობას” კვლავ გააგრძელებენ, ისტორიას კი თქვენ შემორჩებით შავ ლაქად და ვერ ჩამოირეცხავთ, არ ჩამოგარეცხინებთ მომავალი თაობა !!!ჯერ კიდევ დრო გაქვთ , ჯერ კიდევ დრო გაქვთ, დაფიქრდით! იფიქრეთ! -და ბოლოს მამაჩემის -ჯანსუღ ჩარკვიანის სტრიქონებით დავასრულებ, რადგან უკეთესად მე ვერ ვიტყვი :”ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო , ფრთხილად ოღონდაც,ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთადა აღარავინ არ იქნება მიმტევებელი”.