როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა თანხა გვჭირდება?

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა თანხა გვჭირდება?დღესდღეობით ძალიან გამარტივდა თანხის მიღება, თანაც სწრაფად და სახლიდან გაუსვლელად. საქართველოში სწრაფი სესხის სერვისით უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას ჰქონია ისეთი მომენტი, როდესაც თანხა სჭირდებოდა და იმ კონკრეტულ მომენტში არ ჰქონია.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაფხულია და ძალიან ცხელა, შესაძლოა, გინდოდეთ შეიძინოთ კონდიციონერი, აუზები ან სხვა ისეთი ნივთი, რაც კომფორტს შეგიქმნით.

პირველ რიგში, სანამ სესხის აღებას გადაწყვეტთ კარგად უნდა დაფიქრდეთ. როდესაც საქმე თანხას ეხება, მით უმეტეს, კრედიტორ კომპანიებს, დიდი ყურადღება გმართებთ. ერთ-ერთი უცვლელი და მთავარი წესია ყველა პირობის ზედმიწევნით წაკითხვა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სესხით სარგებლობთ. ხშირად ადამიანები არ კითხულობენ ბოლომდე წესებსა და პირობებს, შემდეგ კი პრობლემის წინაშე დგებიან.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პირადი ინფორმაციის სწორად შევსება, რადგან შესაძლოა, მცირე შეცდომის შემთხვევაშიც სესხი არ დაგიმტკიცდეთ. ნუ იჩქარებთ და იყავით ყურადღებით.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და შეგექმნათ პრობლემა თანხის გადახდასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გადაავადოთ. ეს გულისხმობს გადახდის თარიღის გადაწევას. თუ თანხას ვერ გადაიხდით დათქმულ დღეს, დაგეკისრებათ ჯარიმა. ჯარიმის რაოდენობაც და პირობებიც დამოკიდებულია კრედიტორ კომპანიაზე. ამას წინასწარ უნდა გაეცნოთ ყურადღებით, რათა იცოდეთ მსგავს სიტუაციაში რა თანხის დამატება მოგიწევთ.

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, სჯობს რამდენიმე კრედიტორ კომპანიასთან ერთდროულად გქონდეთ კომუნიკაცია. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ მათგან საუკეთესო ვარიანტი და ის, თუ რომელი უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის.

რა თქმა უნდა, არ არის მარტივი კრედიტორი კომპანიის შერჩევა. საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ეს პროცესი. იმისათვის, რომ ეს ყოველივე სწრაფად და მარტივად გაიაროთ ეწვიეთ Finpanda-ს. ამ პლატფორმაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სხვადასხვა ორგანიზაციების შემოთავაზებებსა და პირობებს. მისი სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ერთ სივრცეში, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ძალიან მარტივია სესხის აღების პროცესი, სულ რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო:

·         კრედიტორი კომპანიის შერჩევა;

·         შერჩეული ორგანიზაციის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;

·         პირადი ინფორმაციის წარმატებით დამატება;

·         ვერიფიკაციის გავლა (კრედიტორი კომპანიების ნაწილი ვერიფიკაციისთვის ითხოვს 1 თეთრს, ამიტომ საბანკო ანგარიშზე ყოველი შემთხვევისთვის იქონიეთ თანხა);

·         აღნიშნული საფეხურების გავლის შემდეგ თქვენი მოვალეობაა დაელოდოთ პასუხს, რომელსაც მიიღებთ ორგანიზაციისგან;

·         დამტკიცების შემთხვევაში თანხა რამდენიმე წუთში თქვენს ანგარიშზე აღმოჩნდება;

ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შეგიძლიათ მიღებული თანხა თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ, შეარჩიოთ ინტერნეტ მაღაზია, სადაც შეიძენთ პროდუქტს, რომელიც იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ.