რუსთაველზე ხანძარი იყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ერთმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.