საავადმყოფოს დირექტორი 76 წლის თანამშრომლმა დაჭრა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი 76 წლის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს