„წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობ“ – გოგაშვილის ცოლი გომელაურზე

„წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობ“ - გოგაშვილის ცოლი გომელაურზე სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

„ახლა რასაც ლაპარაკობს და ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდა, ალბათ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა, გამოსულიყო და საჯაროდ ეთქვა ეს მორიგი ტყუილი. მან დაურეკა ზუსტად ოთხჯერ და მან გადასცა სოსო გოგაშვილს, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

მაგათ ხელშია კამერებიც, ანძებიც, ის ნომერი, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაიმახსოვრა, შეუძლიათ, ანძების მეშვეობითაც დაამტკიცო, რომ ზარი ნამდვილად განხორციელდა, კამერების საშუალებით შეუძლიათ ნახონ, როგორ გაიყვანეს იოსებ გოგაშვილი.

ღმერთის ეშინოდეს, მაგრამ მაგას ღმერთის არც ეშინია და არც სწამს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენი ოჯახი ყოველთვის მარხვას ვიცავდით, ვახტანგ გომელაური დაგვცინოდა ხოლმე, რომელ ეკლესიაზე და აღსარებაზე მესაუბრებითო – სულ მაგას იძახდა და მაგის მეუღლე მიუტრიალდებოდა ხოლმე და ეუბნებოდა, „ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო“ – ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობ“, – აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.