უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადას ასობით დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა.
როგორც უკრაინული სააგენტო „უნიანი“ წერს:
„ამბობენ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ და ომის დროს საზღვარგარეთ დასეირნობენ“.
„უნიანის“ ცნობით, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს.
ვრცელი სია 225 პირს მოიცავს.