„ვხედავ, აქ ვიღაცეებს ფაშისტი დუგინის ფაშისტი ქალიშვილი გეცოდებათ, დგახართ აქ და იწირპლებით…“ – რამაზ გიგაური

„ვხედავ, აქ ვიღაცეებს ფაშისტი დუგინის ფაშისტი ქალიშვილი გეცოდებათ, დგახართ აქ და იწირპლებით...“ - რამაზ გიგაურირამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

“ვხედავ, აქ ვიღაცეებს ფაშისტი დუგინის ფაშისტი ქალიშვილი გეცოდებათ.
> არ გეცოდებათ რუსი ჯარისკაცების მიერ დახოცილი ქართველი და უკრაინელი ბავშვები?
>არ გეცოდებათ საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილი ქართველი და უკრაინელი ლტოლვილები?
> არ გეცოდებათ ათასობით აფეთქებული და დანაწევრებული ქართველი და უკრაინელი ადამიანის სხეული, რომლებსაც არაფერი არ დაუშავებია, მაგრამ ისინი შეეწირნენ ფაშისტური რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო არა მხოლოდ ალექსანდრ დუგინი, არამედ მისი ქალიშვილი დარიაც (ვინც ააფეთქეს)?
დგახართ აქ და იწირპლებით ფსევდო-ქრისტიანული მორალის სახელით.
დაძებნეთ ინტერნეტში მამა-შვილი დუგინების ინტერვიუები, მერე თქვენს გამწარებული სამშობლოს ისტორიას გადახედეთ – თუ რა გაუკეთეს ცარისტულმა, ბოლშევიკურმა და ელცინ-პუტინის რუსეთმა.
ამის მერე თუ დაგრჩებათ ცრემლი და სისხლი, შეიცოდეთ თქვენი მტერი.
მე არ გეუბნებით გაგიხარდეთ, არამედ გეუბნებით, არ გეცოდებოდეთ თქვენი მტერი, როდესაც ის თქვენს წინ დგას და იარაღს გიმიზნებთ, უმიზნებს თქვენს შვილებს, მშობლებს, სამშობლოს.
მამა-შვილი დუგინების სიტყვა არის მომწამვლელი იდეოლოგია რაშისტი მკვლელებისა.
ეს არის და ეს!
P.S. გამომივიდნენ მოყმის დედები და „ვეფხვებს“ დასტირიან!”