რომან გოცირიძე – „დაიწუნა ჩემი ულვაში და ყველა ულვაშიანი“

რომან გოცირიძე - „დაიწუნა ჩემი ულვაში და ყველა ულვაშიანი“რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს კაცი დეპუტატი ყოფილა, ვინმე ზაალ მიქელაძე, რომლისთვისაც ამ ორი წლის განმავლობაში არც თვალი მომიკრავს და არც ყური. კუს ამბავისა არ იყოს, მანაც ფეხი გამოჰყო და ჩემს მიერ ბებიის დღის შემოღებაზე დაწერილ დამცინავ პოსტს, რომელიც საბოლოოდ მაინც არ იქნა მიღებული ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, დიდი წერილით გამოეხმაურა. შესავალში დაიწუნა ჩემი ულვაში და ყველა ულვაშიანი,  მერე კი ძალიან ვრცელი არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ არ მოხდა ამ დღის დაწესება. მოკლე შინაარსი ასეთია-ძალიან კარგია ამ დღის დაწესება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ბებია ვიღაცის დედაა და რადგან დედის დღე უკვე არსებობს, ბებიის დღე დედის დღის გამეორება გამოდისო.
ქვემოთ გთავაზობთ ერთ პატარა ნაწყვეტს ამ კაცის წერილიდან. დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებთ ლოგიკური აზროვნების სიღრმით და სტილის დახვეწილობით.
ისე, ამ კაცს რატომღაც ჰგონია, რომ ყველა ბებია სოფელში ცხოვრობს. მოკლედ, აჰა, ისიამოვნეთ და გაიღიმეთ( ან ჩაიღიმეთ).“
„…რა თქმა უნდა, ზოგადად მისასალმებელია ნებისმიერი მსგავსი საზეიმო განწყობის შექმნა კონკრეტული ჯგუფისთვის. განემარტა რომ ბებია ვიღაციის დედაა და აქედან გამომდიბარე, დედის დღე ამ ქვეყანას აქვს, გამოსასვლელი დღის სახით. ჩემი თხოვნა იყო, თუ ზოგადად სამოქალაქო აქტივისტები ამ თვალსაზრისით რაღაც დღეს გაითვალისწინებენ, ის არ იყოს კონკრეტული დღე რიცხვით, არამედ იყოს თუნდაც შაბათი დღე, იმიტომ რომ თუ ბებიის პატივისცემა უნდა ადამიანს რაღაც დღე უნდა იყოს გამოსასვლელი უკვე არსებული, რომ იმ დღეს ვთქვათ ქალქის დატოვოს, წავიდეს სოფლეში და ბებიას მოეფეროს. იმიტომ რომ სამუშაო დღეს ეს იქნება შეუძლებელი. თუმცა ზოგადად უარი ეთქვა ამ ინიციატივას, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ იმცოდეს, რატომ იქნა ეს საკითხი განხილული.”