„8 წლის ბიჭს ზურგის 45% Z ფორმაზე აქვს ატყავებული; ერთ ბავშვს ტუჩი აქვს მაკრატლით მოჭრილი“

„8 წლის ბიჭს ზურგის 45% Z ფორმაზე აქვს ატყავებული;  ერთ ბავშვს ტუჩი აქვს მაკრატლით მოჭრილი“მოდელი და უფლებადამცველი, ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი Facebook Friend მუშაობს ფსიქომეტრიკოსად ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც უკრაინის ომგამოვლილი ბავშვების PTSD Research ბაზები განუახლეს, თავის ფოტო მასალით…
ფოტოებს ვერ ავრცელებს, თუმცა 1000 სიტყვის ტოლფასი იქნებოდა 1 ფოტო…
ეს წერია იმ მასალებში:
ბავშვს (პატარას, ასაკი ზუსტად არ ვიცი) ყველა კბილი დააცალა ვიღაცამ რომ ბლოუჯობის დროს არ ეკბინა
8 წლის ბიჭს ზურგის 45% Z ფორმაზე აქვს ატყავებული
კიდევ ერთ ბავშვს ტუჩი აქვს მაკრატლით მოჭრილი
ძლივს ვწერ ამ სტატუსს, ხელებში სისხლი მეყინება…
2022 წელია და ინფორმაცია გაცილებით სწრაფად ვრცელდება და სწრაფადვე დასტურდება.
ახლა წარმოიდგინეთ რა ხდებოდა აფხაზეთის ომში, რომლის არქივებშიც იმის მეოთხედიც ვერ მოხვდა რაც სინამდვილეში ხდებოდა და ის მეოთხედიც ამ ისტორიებზე ნაკლებად საზარელი არ არის (გუშინ ვკითხულობდი ზუსტად).
ამაზე ქვეყანამ უნდა აიღოს კოლექტიური პასუხისმგებლობა!!! ყველა რუსმა, მთელმა ქვეყანამ, სრულიად და გააზრებულად, თავჩახრილებმა უნდა აიღონ კოლექტიური პასუხისმგებლობა, არ აქვს მნიშვნელობა უშუალოდ მათ ჩაიდინეს თუ არა ეს დანაშაულები!
გესმით ხალხო?! ბინებიდან ქართველებს კი ნუ ყრით და რუსებს კი ნუ უშვებთ და მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად კი ნუ ემსახურებით, კოლექტიური პასუხისმგებლობა მოთხოვეთ ამ ხალხს და გააჯმევინეთ ამ ქვეყნიდან ისეთი დისკომფორტის შექმნით, რომ უბრალოდ თავად წავიდნენ!
რადგან სახელმწიფო გვყავს მთხლე და ჩვენს მაგივრად ამას არ აკეთებს, ჩვენც პირში წყალდაგუბებულები უნდა ვუყურებდეთ ამ ხალხის თარეშს ქვეყანაში, რომელსაც იგივე დამართა ბოლო 30 წელში 2-ჯერ?!
გული მისკდება, ეს რეები წავიკითხე და ყოველ დღე გრძელდება ეს უკრაინაში ამ წუთასაც! ასეთი ავადმყოფები სად შეიკრიბნენ, ყველაფერი მესმის, უნიტაზების მოხსნაც, მაგრამ ბავშვებს როგორ აწამებენ, რატომ აწამებენ, რანაირად არიან ასეთი მონსტრები”.