„ამ დროისთვის ლარსზე რიგში 2,3 ათასი მანქანაა” – ჩრდილოეთ ოსეთის შსს

„ამ დროისთვის ლარსზე რიგში 2,3 ათასი მანქანაა" - ჩრდილოეთ ოსეთის შსსჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსებს, არ წავიდნენ საქართველოში ლარსის გამშვები პუნტქის გავლით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, რიგში 2,3 ათასი მანქანაა.

მათივე ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ქვეყნიდან საქართველოში, ფინეთში, ყაზახეთსა და მონღოლეთში გარბიან.