„ასეთი უპრინციპო ადამიანი არ უნდა იყოს ენმ-ს თავმჯდომარედ“ – პარტიის მხარდამჭერები მელიას გადადგომას ითხოვენ

„ასეთი უპრინციპო ადამიანი არ უნდა იყოს ენმ-ს თავმჯდომარედ“ - პარტიის მხარდამჭერები მელიას გადადგომას ითხოვენნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერები ნიკა მელიას გადადგომას ითხოვენ.

აქტივისტი სოსო მუმლაძე მელიას უპრინციპო ადამიანს უწოდებს და ამბობს, რაც უფრო მალე წავა ის პარტიის თავმჯდომარეობიდან, მით მალე წავა პარტია წინ.

მუმლაძის თქმით, ასეთი უმორალო ადამიანები, როგორიც ნიკა მელიაა, მაღალ თანამდებობეზე არ უნდა ინიშნებოდნენ.

„მე პირდაპირ ვაცხადებ, ასეთი უპრინციპო ადამიანი არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. რაც უფრო მალე წავა ის პარტიის თავმჯდომარეობიდან, მით უფრო სწრაფად დაიწყება ამ პარტისადმი ნორმალური პროცესები. მთლიანად ჩამოინგრა ნდობის ფაქტორი, ნიჰილიზმი დაითესა და ამან გამოიწვია ეს, რომ დღეს ერთს იძახი ადამიანზე, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და ალბათ მერე როცა დაგჭირდება ასეთი უმორალო, ასეთუ უპრინციპო ხალხი არც მაღალ თანამდებობეზე უნდა იყვნენ, ეგეთი ხალხი საერთოდ არ უნდა მოუშვა ხელისუფლებაში“. – ამბობს სოსო მუმლაძე.
ყველაზე მსხვილ ოპოზციურ პარტიაში ვნებათაღელვა თავმჯდომარის განცხადებებმა გამოიწვია.

ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში გულწრფელობა დაუწუნა და თქვა, რომ კეზერაშვილი პოლიტიკისგან უნდა დისტანცირდეს.