ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.
მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ.