„მირეკავენ და მთხოვენ ქვეყნიდან გაქცევაში დავეხმარო…“ – ნუგზარ სულაშვილი

„მირეკავენ და მთხოვენ ქვეყნიდან გაქცევაში დავეხმარო...“ - ნუგზარ სულაშვილინუგზარ (სულა)  სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ბევრი ახლობელი მყავს რუსეთში… როდესაც მათ ვესაუბრებოდი პოლიტიკაზე, მოკლედ მპასუხობდნენ – პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს-ო.
ახლა მირეკავენ და მთხოვენ ქვეყნიდან გაქცევაში დავეხმარო.
აინტერესებს ყველას, თუ რომელ ქვეყანას შეაფაროს თავი…
ეს მაგალითია არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
იცოდეთ, როცა დაინტერესდებით შეიძლება ძალიან გვიანი აღმოჩნდეს.”