8 წლის საბა ილურიძე, რომელიც ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და რამდენიმე თვე სიცოცხლისთვის იბრძოდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა.
საბას დედა სოციალურ ქსელში წერს:
„დავიღუპე, აღარ მყავს საბა. გვაპატიეთ ყველამ, მეტს ვეღარ გაუძლო ჩემმა პატარა ბიჭმა“.
„საბა ბიჭი გაფრინდა…იქ მაღლა , ანგელოზთა გვერდით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი…დიდი გულის ტკივილით ვუსამძიმრებ ყველა ოჯახის წევრს , ყველა ახალგორელს და მთელ საქართველოს ამ გმირი ბიჭის გარდაცვალებას…გვანცა შვილო ღმერთმა მოგცეს გამძლეობა”, – წერს ახლობელი.
საბა მკურნალობას სტამბოლის მალტეპეს მედიკალ პარკში გადიოდა.

