ლაშა მარგიანი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს, ჩემი კლასიდან, პირველი კლასელი მივაბარეთ მიწას, სიცოცხლითა და სინათლით სავსე გოგო…
არ ვიცი, რატომ ატყდებათ ადამიანებს ასეთი დიდი ტრაგედიები თავზე.
Mariami,
სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა შენს სულს,
მოგვენატრები “.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 12 სექტემბერს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მარიამ დუგლაძე გუშინ დაკრძალეს.
ახალგაზრდა გოგო 6 დღე კომაში იყო, ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ.
მანქანაში იმყოფებოდა მარიამის მცირეწლოვანი შვილიც, საბედნიეროდ, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.
მარიამის დედა, ემიგრაციაში იმყოფებოდა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა.

