„ერთხელ დაგვირეკა და მერე გაითიშა ტელეფონი“ – რას ჰყვება ქუთაისის ბანკში მძევლად აყვანილის მამა

„ერთხელ დაგვირეკა და მერე გაითიშა ტელეფონი“ - რას ჰყვება ქუთაისის ბანკში მძევლად აყვანილის მამაქუთაისში რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ადგილზე მივიდა ერთ-ერთი მძევლად აყვანილის მამა. მისი თქმით, მისმა შვილმა მასთან კომუნიკაცია მოახერხა, თუმცა ტელეფონი მალევე გაითიშა.

“ერთი ის ვიცი, რომ ჩემი შვილია მძევლად აყვანილი. ერთია დამნაშავე თუ ორი, არ ვიცი. მე პოლიციას ვთხოვ, რომ ჩემი შვილი გამოიყვანონ უვნებლად. ერთხელ დაგვირეკა და მერე გაითიშა ტელეფონი: მძევლად ვართ აყვანილიო”, – თქვა მან.ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, უწყების ცნობით, ქუთაისში, ბანკის შენობაში 12 მძევალია.