„კოლეგავ, ექიმები აღარ გვყოფნის. მეც ჩემს თავს ვმკურნალობ…“ – ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა

„კოლეგავ, ექიმები აღარ გვყოფნის. მეც ჩემს თავს ვმკურნალობ...“ - ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალაექიმი იოსებ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„გაგანია პანდემიის დროს, კოვიდ რეანიმაციაში კარდიოლოგი დასჭორდათ.

სრული ეკიპირებით ავედი კოვიდ რეანიმაციაში

რას ვხედავ კოვიდ რეანიმაციის ხელმძღვანელი, ჩვენი ჯეკო სრულიად უპირბადოდ და დაცვის გარეშე დადიოდა.

ხმამაღლა ვუყვირე — რას შვები? ასე როგორ შეიძლებამეთქი!!!!

მიპასუხა — კოლეგავ, იმ ცარიელ საწოლს ხომ ხედავ??? ის ჩემი საწოლია. მეც კოვიდი მჭირს. ექიმები აღარ გვყოფნის. ასე რომ მეც ჩემს თავს ვმკურნალობ, თან ვმორიგეობ და თან ამ უბედურებსაც ვუვლიო.

დღეს ეხ ბიჭი ზეცაში წავიდა.“

ექიმი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა.