ლადო სადღობელაშვილი – „კეზერაშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის დავით იაკობაშვილის ბიზნეს-პარტნიორია“

ლადო სადღობელაშვილი - „კეზერაშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის დავით იაკობაშვილის ბიზნეს-პარტნიორია“ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რა ხდება პოლიტიკური კულისების მიღმა?!
1) საზოგადოებისთვის იმედია არახალია რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამავე პოსტზე ყოფნის დროს უსაზღვროდ გამდიდრებული დავით კეზერაშვილი არის რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის დავით იაკობაშვილის ბიზნეს პარტნიორი ანუ რეალურად საქართველოში იაკობაშვილის ბიზნესების მმართველი.
2) ასევე მინდა გითხრათ (თუ არ იცოდით) რომ გახარიას პრემიერობიდან წასვლაც, რეალურად იაკობაშვილ-კეზერაშვილის “ჭამაში მოსულ” მადას უკავშირდება! (მოგეხსენებათ გახარია იაკობაშვილ-კეზერაშვილის ბიზნეს ინტერესებს კრიშავდა მთავრობაში) მათ გადაკვეთეს უპატიებელი წითელი ხაზები, მათ მოუნდათ ის რაც სხვისი — მათზე გაცილებით მნიშვნელოვანის იყო
3) ახლა რაც შეეხება ყველა იმ პოლიტიკურ პრეტენზიას რომელიც მოდის იაკობაშვილ-კეზერაშვილის მიერ ანგაჟირებულ კოლექტიური ნაციონალებიდან ოცნების მიმართ , საუბარია ისეთ შეფასებებზე როგორიცაა “რუსული ფული”, „რუსი ოლიგარქი” „სანქცირებული ბიზნე პარტნიორები” და ა.შ. რეალურად ეს არის რუსული პრეტენზიები ანუ რუსეთში მოღვაწე ერთერთ ოლიგარქების კლანს, რომლის წევრიც არის იაკობაშვილი არ ეძლევათ საშუალება თავიანთი სანქცირებული ბიზნესები საქართველოში გადმოიტანონ… მოკლედ რომ გითხრათ თუ რუსეთში მოღვაწე ამ კლანს (პუტინთან დაახლოებულ წრეს) მიეცემა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის საშუალება ეს აისახება საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაზე! ეს ის კლანია რომელიც აფინანსებს რუსულ ომს! მათი საქართველოში შემოსვლა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გარუსებას!
4) გამოდის კეზერაშვილის მიერ ანგაჟირებული ნაციონალები (და მათი ანასხლეტები) ემსახურებიან რუს ოლიგარქებს! პუტინის კარის ბიზნესმენებს, უკრაინელების მკვლელებს და ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებს! თუნდაც ის ჰელენ ხოშტარია, თუნდაც ის ჟირინოვსკის ნაცური ვერსია ხაბეიშვილი და ა.შ რომლებიც ტელე-ეკრანების წინ თავს იწონებენ იმით რომ მთავრობას და მმართველ პარტიას რუსეთთან თანამშრომლობაში თითქოსდა ამხელენ, რეალურად არიან ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლები საქართველოში!
Ps
5) ამ “ცირკში” კი ყველაზე საინეტრესო ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვითომ მებრძოლი და ციხეში სამართლიანად მჯდომი სააკაშვილი შეეკრა რუს ოლიგარქ იაკობაშვლის. ამის მტკიცებულებად თუნდაც ის ფაქტიც კმარა, რომ კეზერაშვილისგან გადაგდებულ მელიას სააკაშვილმა თავის პარტიული ფინიები მიუქსია და ორკესტრირებულად აყეფებს!“