ლადო სადღობელაშვილი – „საზოგადოებას ვთხოვ, ნუ აყვება „სამეფოს კარის თამაშებს”

ლადო სადღობელაშვილი - „საზოგადოებას ვთხოვ, ნუ აყვება „სამეფოს კარის თამაშებს”ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

– ჩემთვის პირადად “ოცნებიდან” ვითომ წასული “ოთხეულის” რიტორიკა აშშ-ს ელჩთან (ახლა უკვე ზოგადად აშშ-სთან) დაკავშირებით მიუღებელია!
– საზოგადოებას ვთხოვ ნუ აყვება “სამეფოს კარის თამაშებს”, რომელიც არანაირ ჭრილში არ ემსახურება საქართველოს ინტერესს, როგორც მინიმუმ გრძელვადიან პრესპექტივაში…
– ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ საქართველოს პირველი პირის უმნიშვნელოვანეს განცხადებებს რომელიც თავის მხრივ უმაღლეს დონეზე მართავს შეხვედრებს დასავლეთში და ამ ყველაფრის ფონზე “ოთხეულის” ასეთი ტიპის მავნებლობა (სხვანაერად როგორ შეიძლება შევაფასო?) როგორც მინიმუმ არასახელმწიფოებრივად მიმაჩნია! თან იყო თხოვნა და მოწოდებაც ამგვარი რიტორიკის შეწყვეტაზე თუმცა პრემიერის თხოვნას ეს “ოთხეული” როგორც ჩანს არაფრად აგდებს!
Ps ძალიან მიკვირს სოზარის განცხადებების, რომელიც თავის დღე და მოსწრება აშშ-ს ქებადიდებით იყო დაკავებული, მისი კარიერული საწყისებიც ამერიკულ ა/ორგანიზაციებს უკავშირდება და სახალხო დამცველადაც აშშ-ს რეკომენდაციით იყო არჩეული! რამოდენიმე თვის წინ აშშ-ს მადლობებს უხდიდა, სტრატეგიულ პარტნიორად და მფარველად მოიხსენიებდა, ასევე კომიტეტის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობდა USAD-თან სხვადასხვა პროექტებში და ახლა ასეთი “ფერიცვალება” – ჩემთვის გაუგებარია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს!“