მიხეილ სააკაშვილი – „ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს”

მიხეილ სააკაშვილი - „ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს" მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ერთ-ერთი შემდეგი სამიზნე არის მოლდოვა, დნეპრისპირეთის სეპარატისტილი ანმკლავი. იქ განლაგებული მეოთხე რუსული არმია კარგა ხანია ვეღარ მარაგდება რუსეთიდან. მისი ჯარისკაცები გარდაუვალი შეტევის შიშით მასოვრივად უარს ამბობენ კონტრაქტის გაგრძელებაზე. დნეპრისპირეთის აღება უკრაინული არმიისთვის 2-3 დღის ამბავია და ეს აღადგენს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის პრეცედენტს საქართველოსთვისაც. დნეპრისპირეთის ოპერაცია სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.

ამასობაში, ჩვენი ჯარი უკვე შევიდა ხარკოვის სტრატეგიულ ქალაქ კუპიანსკში. კუპიანსკის შემდეგ მიზანი უკვე იზიუმის გათავისუფლებაა, რაც რუსეთისთვის მეორე უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის დაკარგვას ნიშნავს. რუსეთმა სასწრაფოდ გადაისროლა ახალი ძალები იზიუმის გადასარჩენად, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რუსებს ამით ეშველოთ.

ჩვენ რეალთაიმში ვუყურებთ დომინოს პრონციპით რისეთის მიერ ოკუპირებული მნიშვნელოვანი პუნქტების ერთი მეორეს შემდეგ დაცემას და აქ ბალაკლეია მხოლოდ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს.”