ოთო აბესაძე – „საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10% – ით ღარიბდება“

ოთო აბესაძე - „საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10% - ით ღარიბდება“ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ემიგრაციის დიდი ნაკადი თავიდან ბოლომდე გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით.
საქართველოში გვაქვს 10.9% – იანი ინფლაცია.
საქონლისა და მომსახურების ფასი, რასაც მოვიხმართ თვიდან თვემდე საშუალოდ 10% – ით ძვირდება.
საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი ოფიციალურად 1448 ლარია, ხოლო რეალური პოპულაციით (საშუალო ჰარმონიული შეწონილით) საშუალო ხელფასი 956 ლარს შეადგენს.
მხოლოდ ამ სამი ეკონომიკური პარამეტრის კორელაციით საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10% – ით ღარიბდება.
არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებში ადამიანს შემოსავალი საარსებოდაც არ ყოფნის. (სურსათი, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ა.შ)
ძლიერი ეკონომიკის გარეშე, არცერთ ქვეყანას არ აქვს პოზიტიური მომავალი“.