ფაშინიანი – „49 ადამიანი დაიღუპა“

ფაშინიანი - „49 ადამიანი დაიღუპა“სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის”, – დასძინა პრემიერმა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი  სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 ადამიანია.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით – სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმები ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც. სომხეთის მთავრობამ უკვე მიმართა რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს.