„ქართული ოცნებისთვის” ახლაა კეზერა ცუდი?“ – ლადო სადღობელაშვილი

„ქართული ოცნებისთვის” ახლაა კეზერა ცუდი?“ - ლადო სადღობელაშვილილადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ კეზერაშვილის და „ქართული ოცნების” ურთიერთობის შესახებ ახლაა „კეზერა“ ცუდი?
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა, თუმცა ამ ეტაპზე მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ერთ საქმეზეა გამოტანილი.
2017 წლის აგვისტოს მიწურულს დავით კეზერაშვილი სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ხოლო მასთან ერთად ბრალდებული პირი, ალექსანდრე ნინუა ნაწილობრივ გაამტყუნა. საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის 10 იანვარს დავით კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ, მასთან დაკავშირებულ კომპანიას, „Girwood Business Corp-ს” ხელშეკრულება გაუფორმა, რითაც სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევრო გაფლაგა.
წარსულში დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ 2 საქმეში ცნო უდანაშაულოდ. ერთ-ერთი რიყის ტერიტორიისა და „იმედის“ გასხვისებას ეხება, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად იყო ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 6 იანვარს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი გაუნახევრა, კეზერაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.
მესამე საქმე, სადაც სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ეხება. ამ საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად მისი სიძე იყო ბრალდებული. მათ ბრალი 2013 წელს წარედგინათ. პროკურატურა მათ 13 მილიონი ლარის ქრთამის აღებასა და 40 მლნ ლარით ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა. კეზერაშვილის სიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თავად ყოფილი მინისტრი კი გაამართლა.
ამის მერე იყო კიდევ ორი საქმე, ერთი ეხებოდა მამა-შვილ ნიჟარაძეებისთვის ქონების წართმევას. პროკურატურის ვერსიით, 2010 წლის 14 აგვისტოს დავით კეზერაშვილი თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა მათი წილის დათმობა შპს „მეტალექსში!“, BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-სა და MISSION INVESTMENT LIMITED-ში. ამასთან, მათი საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე უკანონოდ განლაგდა სოდ-ის თანამშრომელთა ჯგუფი და თამაზ ნიჟარაძეს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამდენიმე დღეში თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა კუთვნილი წილები უსასყიდლოდ დათმეს, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მინიონ ლარს აღემატებოდა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუმცა 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ერთადერთი სამართლებრივი დავა რომელიც კეზერაშვილის წინააღმდეგ ახლაც მიმდინარეობს ეხება ტვ “იმედს”. ამ საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქართველომ კეზერაშვილის ექსტრადირება ორ ქვეყანას სთხოვა – 2013 წელს მის გადმოცემაზე უარი საფრანგეთმა თქვა, ფრანგულმა სასამართლომ მიზეზად საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივი დაასახელა. იმავე მიზეზით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმაც.
2015 წლის ივლისში კი, კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს.
და მხოლოდ გახარიას პოსტიდან წასვლის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბერს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი…
Ps ალბათ იკითხავთ რატომ გაამართლა “ქართული ოცნების” მართულმა სასამართლომ კეზერაშვილი ამდენ საქმეში, რატომ გამოიყვანა სატანად შობილი კეზერაშვილი უფრთო ანგელოზად, პასუხი მარტივია – საქმეს ასე სჭირდებოდა, პოლიტიკურ პროცესებს ასე დასჭირდა! ასე გადაწყვიტეს “ოცნების ბოსებმა”!ჯერ იყო ბოკერიას გუნდის გამოყოფა ნაცმოძრაობიდან, “ევროპულ საქართველოს” დაფინანსება სჭირდებოდა, კეზერას გამამართლებელი განაჩენი, “ოცნებას” ნაცმოძის შესუსტება! მერე იყო გახარიას ფაქტორი, მე მგონი არ ახალია და არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება გახარიას მიმართ რომ იგი მფარველობდა სააკაშვილის ყველაზე ვერაგ ჩინოვნიკს.“