ქუთაისში, მარიუპოლიდან ლტოლვილი უკრაინული ოჯახები გაქურდეს

ქუთაისში, მარიუპოლიდან ლტოლვილი უკრაინული ოჯახები გაქურდესქუთაისში უკრაინული ოჯახები გაქურდეს. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე დღეს მოხდა.

როგორც ცნობილია, გაქურდულია ორი უკრაინული ოჯახი, რომლებიც ქართველების სახლებში დროებით ცხოვრობდნენ.  წაღებულია ოქროულობა და ფულადი დანაზოგი, რომელიც უკრაინელებს სამშობლოდან ჰქონდათ წამოღებული.

როგორც ადგილზე ყვებიან, მძარცველები სახლში კარიდან შევიდნენ, მაშინ როდესაც ოჯახებს ბავშვები სკოლაში ჰყავდათ წაყვანილი.

უკრაინელები მარიუპოლის მკვიდრნი არიან. ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლე დღემდე იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.