„საოცრება ხარ შენ, kvara ბიჭო… თავი დედოფალი მეგონა“ – იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი

„საოცრება ხარ შენ, kvara ბიჭო... თავი დედოფალი მეგონა“ - იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი როზა ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

„თავი დედოფალი მეგონა, ყველა ტკბილად და თბილად გვესალმებოდა და მათთან ერთად ფოტოების გადაღებას გვთხოვდა ან კიდევ ჩვენ დროშას ითხოვდა ფოტოს გადასაღებად, ჩვენ დროშას ხალხო გჯერაათ? და ეს ყველაფერი #ხვიჩაკვარაცხელია77 დამსახურებაა. ამ ბიჭმა ისეთი რამ მოახერხა რაც ვერავინ ვერ შეძლო დღემდე, ფეხბურთის საერთოდ უცოდინარ ხალხს რომ ფეხბურთი შეგვაყვარა და ის საოცარი სანახაობა გვანახვა რაც მოედანზე ხდება, (ფანთა საოცარი ერთსულოვნება ხელოვნების დონემდე დაყვანილი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოთ).

ეს კიდევ არაფერი, ჩვენი ერის მიმართ ყველას პატივისცემა გაუჩინა ყველა adoro kvara -ს გაიძახოდა. ყველა გვეფერებოდა ყველას ქართველობა უნდოდა, ყველას ყველა უყვარდა. გუშინ ვნახე რა ლამაზია ყველაფერი როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. საოცრება ხარ შენ kvara ბიჭო.”