საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსული მძიმე ტექნიკა გამოჩნდა

 საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსული მძიმე ტექნიკა გამოჩნდარუსული მძიმე ტექნიკა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ვიდეოკადრებში, რომელიც ლარსიდან გავრცელდა რუსული საბრძოლო მანქანა და სამხედოები ჩანან. მასალაში ჩანს, ერთი ბეტეერი და შეირაღებული ჯარისკაცები. ეს ხდება რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სავარაუდოდ, რუსეთმა თავისი ჯარისკაცები საქართველოს საზღვართან მას შემდეგ მოაბლიზა, რაც 30კილომეტრიანი რიგი დადგა.

როგორც ჩანს,  პუტინი ამ გზით რუსეთის იმ მოქალაქეების შეკავებას ცდილობს, რომლებიც ქვეყნიდან გამოქცევას ცდილობენ.

პარლაელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა  ქვეყნიდან 58 წლამდე მამაკაცების გასვლა უკვე აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ – საქართველოს საზღვართან 30  კილომეტრიანი რიგია. კოლონაში სამი ათასამდე მანქანა დგას. ნეიტრალურ ზონაში გადაღებული კადრებით დგინდება, რომ მგზავრების ნაწილმა მანქანები მიატოვა და საქართველოში გადმოსვლას ფეხით, ან ველოსიპედით ცდილობს.

დეზერტირები პანიკაში არიან. ყოველ წუთს ელოდებიან ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 18-დან 58 წლამდე მამაკაცებს კომისარიატის ცნობის გარეშე რუსეთის დატოვება აეკრძალებათ.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით  მობილიზაციას 300 ათასამდე ადამიანი დაექვემდებარება.