„უკლებლივ ყველა, იქნება ეს პირი, პარტია თუ ორგანიზაცია, ხელისუფლება, ოპოზიცია, სამღვდელოება თუ ახალგაზრდობა…” – ირაკლი წერეთელი 

„უკლებლივ ყველა, იქნება ეს პირი, პარტია თუ ორგანიზაცია, ხელისუფლება, ოპოზიცია, სამღვდელოება თუ ახალგაზრდობა..." - ირაკლი წერეთელი  ირაკლი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

„უკლებლივ ყველა, იქნება ეს პირი, პარტია თუ ორგანიზაცია ,ხელისუფლება, ოპოზიცია, სამღვდელოება თუ ახალგაზრდობა, აუცილებლად, უშუალოდ ჩემს მიერ, გამოცხადდება ერის გამყიდველ მოღალატედ, რომელიც არ დაუპირისპირდება და წინ არ აღუდგება რუსთა ავისმომასწავებელ, დემოგრაფიულად დამღუპველ მასობრივ შემოსვლა-შემოდინებას საქართველოში. არ უნდა დავუშვათ მათი საქართველოში დატოვება. უმკაცრესად და უკომპრომისოდ უნდა გაკონტროლდეს რუსების საქართველოში შემოსვლისა და გადაადგილების მთელი პროცესი, ეროვნული ინტერესების დაცვის პრიმატით!

—————-

აუცილებელია ამ გამოკვეთილად კონკრეტულ საკითხზე სასწრაფოდ დაინიშნოს სპეციალური პოლიტიკური შეკრება, სადაც ყველა უნდა იქნას მოწვეული, ვისაც აქვს პრეტენზია ქართველობაზე. მალე გამოვაცხადებთ შეკრების ზუსტ დროსა და ადგილს! ვიყოთ მუდმივ და აქტიურ მზადყოფნაში! პოლიტიკური შეკრება, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი და რაც შეიძლება სასწრაფოდ არსებითად მნიშვნელოვანი და აუცილებელია და დავნიშნავთ ყოველ მიზეზგარეშე დღის ბოლომდე. გამოგვეხმაურეთ!”