ვიკა ბუკია – „რანაირი ახლობლობა იციან, ან მეგობრობა… თუ საჭიროა, დედაც არაა ამათი ნათესავი”

ვიკა ბუკია - „რანაირი ახლობლობა იციან, ან მეგობრობა... თუ საჭიროა, დედაც არაა ამათი ნათესავი" ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:

„ეს ქოცები ხომ აწვებიან ამ „თბილისი იყო ურთიერთობას”. არადა გაგყიდიან თხასავით ერთ დაძახილზე.

რანაირი ახლობლობა იციან, ან მეგობრობა.

ნეპოტიზმი იციან მარტო:) ისიც ბიძინამ თუ თქვა.

თუ საჭიროა: დედაც არაა ამათი ნათესავი.

კვირიკაშვილზე სასიყვარულო სტატუსებს წერდნენ და როგორც კი წავიდა მიწაში ჩადეს.

ისე შემრცხვა მაშინ ერთი დეპუტატის პირველი კომენტარი რომ ვნახე.

არ მახსოვს რომელი იყო ეგრევე რომ დანა გამოუსვა.

უხერხულობისგან რომ არ იცი სად წახვიდე.

საჯაროდ ისედაც უხერხულია ადამიანის ზღვარგადასული ქება და ამ ნაქებარ კაცს რა გამალანძღინებს, ღმერთო ჩემო.

მერე გახარიას რაც უქნეს საერთოდ რანაირი ამბავი იყო. უცხოეთში რომ სდიეს მის ექიმს, შარდს, კოკაინს. ვიღაც ქალიო. ბანერიო. ვაბშე ვინაა ეგ, ვის დაკარგვიაო.

ბავშვებს თვალები დათხარაო.

ან სალომე ზურაბიშვილს რა უქნეს?

სალომეს საყურეები ეკეთა ლამის ბანერებზე კობახიძეს და ისე აარჩევინეს ხალხს.

ქალს ჯერ გამარჯვებული არ ჰქონდა და სცენა აუწყვეს. მერე დაუშალეს და ისევ აუწყვეს.

ან ახლა ამ სოსო გოგაშვილზე ისე ლაპარაკობენ გეგონება არ ეფოფინებოდნენ თავად, თავის დროზე.

ჩვენი თვალით მაინც არ გვქონდეს ნანახი.

მარტო საქართველოში შეიძლება დეპუტატი ასე ელოლიავებოდეს სუს-ის უფროსის მოადგილეს.

აი, ასე დაიშლება ოცნება.

ერთმანეთს დაათათხვინებს ამათ ის კაცი, მას შემდეგ რაც თავმოყვარეობის შელახვამდე შეაქებინებს”.