„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რეზო ამაშუკელი  უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში“ – გივი სიხარულიძე

„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რეზო ამაშუკელი  უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში“ - გივი სიხარულიძემსახიობმა, გივი სიხარულიძემ, „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ა ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი გაიხსენა და თქვა, რომ ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას იმსახურებდა.

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რეზო ამაშუკელზე… ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ რეზო ამაშუკელს სამგლოვიარო პროცესიიდან დაწყებული, წმინდა მიწასთან მიბარებით დამთავრებული არასწორად მოიქცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა მთაწმინდაზე დაკრძალვა, როგორც პოეტს, ის ნამდვილად უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში.” – განაცხადა გივი სიხარრულიძემ.