დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა.