ძალადობა გურჯაანის საჯარო სკოლაში – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ძალადობა გურჯაანის საჯარო სკოლაში - პოლიციამ გამოძიება დაიწყოკახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ძალადობის შესაძლო ფაქტზე აღიძრა. მეორეკლასელი მოსწავლე და მშობელი უკვე გამოკითხეს.

ბავშვის დედის მტკიცებით, 7 წლის მოსწავლეს ფიზიკურად ჯერ თანაკლასელი გაუსწორდა, რომელმაც ყელის არეში მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი მასზე კლასის დამრიგებელმა იძალადა.

„დამიბარეს სიუჟეტი, რომ გავიდა ტელევიზიით, რომ მოკვლევა დაიწყო თუ რა მოხდა. მოხდება ჩემი გამოკითხვა და ბავშვის, ამიტომ ადვოკატი ჩაერთვება ამ საქმეში. თავისი თავი თვითონვე გამოააშკარავა ვინ არის… რა ვთქვა არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გააკეთოს და არც შეიძლება და ამ კუთხითაც უნდა დაიწყონ მოკვლევა, ჰქონდა ამის უფლება, რომ ასე ელაპარაკა” – ამბობს ბავშვის დედა.

​გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კი საქმის მოკვლევაში ჩართულია სკოლის დისციპლინური კომიტეტიც, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„რამდენადაც მე ვიცი, მანდატურის სამსახურმაც და სკოლის დირექციამაც აბსოლუტურად სწორად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც უნდა ეკეთებინა გააკეთა. მიმაჩნია, რომ მიდის მოკვლევა ამ მოკვლევას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, წყნარად, მშვიდად უნდა ჩატარდეს, დისციპლინური კომიტეტის სხდომა და დაველოდოთ რა იქნება. შინაგანი წესით არის ეს გაწერილი, ეს შეიძლება ითვალისწინებდეს სიტყვიერ გაფრთხილებას, ზოგადად გაფრთხილებას, შენიშვნის მიცემას, სასტიკ საყვედურს, ვის მიმართაც არის ეს პროცესი, ! – ამბობს დალი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, 7 წლის ბავშვის ოჯახი უკვე ერთი თვეა სკოლის დირექციისგან პასუხს ითხოვს, თუმცა, დედა განმარტავს, რომ ზეწოლა მოსწავლეზე ახლა დირექტორის მხრიდან დაიწყო.