„ერთი ბავში გადავარჩინე მოპარვას… მეორე დღეს მთავარმა ექიმმა დამიბარა და…“

„ერთი ბავში გადავარჩინე მოპარვას... მეორე დღეს მთავარმა ექიმმა დამიბარა და...“სოციალურ ქსელში „ვეძებ“ ერთ-ერთი წერს:
,,ერთი ბავში გადავარჩინე 4 სამშობიაროში 98-99 წლებში

მე დავესწარი მშობიარობას ბაბუაჩემის ხათრით)) ის ცნობილი პედიატრი იყო და სთხოვა დაესწროს ხოლმე მოეწონება თუ არა გავიგებო.. იმ დღეს ულამაზესი გოგო დაიბადა ძალიან მარტივად არადა 35 წლის იყო მგონი დედა და პირველი შვილი 10 წლის წინ მშობიარობისას მომიკვდაო და ნანატრ შვილს ელოდებოდა. ყველაფერი რომ მორჩა მე კიდევ 3 საათი გავჩერდი თან ბავშვს არ ვცილდებოდი მართლა არ მენახა ეგეთი ლამაზი ახალშობილი. უცნაური ის იყო რომ ეს ბავშვი ცოტა ხანში ცალკე გადაიყვანეს ოთახში რატომ არ ვიცი და როცა უკვე შენობიდან გამოვდიოდი კარებში გავიგე მიმღების ქალი ეუბნება ოჯახს ან დედა ან შვილიო. მძინედ არისო რა ვქნათო. ქმარმა კარებს თავი დაარტყა ყვირის ყმუის ბებია ჩაიკეცა ასულიერებენ. მივედი ვეკითხები ამ გოგოს სახელს ამასთან ხართ მეთქი და კიო. მეც ვუთხარი გილოცავთ დიდი ხანია მშობიარობა დამთავრდა და ჯანმრთელი ლამაზი გოგო გყავთ დედაც კარგადაა და აშკარად გატყუებენ მეთქი. თავიდან არ მიიღებდნენ მერე მთელი კაცები წამოხტნენ ეტაკნენ კარებს გაგლიჯეს ეს მიმღების ქალი გადათელეს შევარდნენ და იქ ამბავი დატრიალეს არვიცი ..

მეორე დღეს მთავარმა ექიმმა დამიბარა და სამედიცინო საიდუმლოს გათქმისთვის მლანძღა თან დააყოლა სარძლოდ მომწონდიო))) ბაბუაშენის ხათრითო თორემ საერთოდ სამედიცინოდანაც გავარიცხინებდი შენ თავს უნამუსო გარეწარი ხარო…“