„ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა…“ – ანდრია ჯაღმაიძე

„ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა...“ - ანდრია ჯაღმაიძესაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილია მეორე გადადგომას აპირებს. მისი თქმით, ინფორმაცია „მორგი ფანტაზია და ტყუილია”.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა, თუმცა სინდოს წევრთა თხოვნის შედეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

„მე შარშან ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირი დღესთან დაკავშირებით, ვადები და ის რაც გუშინ სიუჟეტში მოვისმინეთ “მთავარი არხის”, სიმართლეს არ შეესაბემება, არის მორიგი ფანტაზია და ტყუილი”, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, მღვდელმთვრები ზოგადად წინააღმდეგი არიან პატრიარქის გადადგომის.

“ათასი ჭორი, ათას სისულელეს ლაპსრაკობს ალბათ ვიღაც ვიღაცები, თორე საიდან მოდის, პატრიარქი არასდროს არ გადადგება, სანამ ის არის ცოცხალი, არის პატრიარქი, მორჩა გათავდა, ეს არის აქსიომა, ეკლესიური კანონმდებლობა ასე ღაღადებს”, – ამბობს მეუფე ვახტანგი. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა კი ჟურნალისტს უთხრა, რომ საჭორაოდ აქვს საქმე