კახეთში 11 წლის ბავშვი საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან გაიქცა

კახეთში 11 წლის ბავშვი საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან გაიქცაკახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან არასრულწლოვანი დაიკარგა.

11 წლის ბენეფიციარს უკვე მეორე დღეა, ეძებენ.

არასრულწლოვანი ბიჭი, კახეთში სხვა რეგიონის ბავშვთა სახლიდან გადმოიყვანეს.

მანამდე, ის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, საიდანაც რამდენჯერმე გაიქცა.

არასრულწლოვანის ძებნაში პოლიციაა ჩართული.

წყარო: “მთავარი არხი”