სამმა კონგოელმა დამ ხელი ერთსა და იმავე მამაკაცს სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„ხელი სამივემ ერთდროულად მთხოვა. ეს ოცნების ახდენას ჰგავდა. მე ყველა მათგანი მიყვარს”, – ამბობს მამაკაცი, სახელად ლუიზო.
ლუიზო სამივე დას დასთანხმდა, რომ ცოლად მოიყვანდა. მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.