„მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი“ – სამირა ბაირამოვა

„მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი“ - სამირა ბაირამოვასამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან ფტოს აქვეყნებს და წერს:
„ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ფაქტი მარნეულის რესურს ცენტრი ადასტურებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანეთლებლო.
ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორი ბევრ რამ არის ცნობილი, ვის არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებელის შვილშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი განთავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტებია.
ვთქვათ განთავისუფლეს ეს დირექტორი და მასწავლებელი, რა მოხდება? მაღალი რაოდენობის ქრთამის ნაცვლად დაინიშნება ახალი დირექტორი, ღირს 30.000 ლარი.

ბავშვები მუხლზე დაჩოქილები არიან“