მეგი გოცირიძე: „დვანთან საზღვარი გადმოწია დღეს რუსეთმა და პარალელურად 15 000 რაშისტი, პედოფილი შემოეთრა“

მეგი გოცირიძე: „დვანთან საზღვარი გადმოწია დღეს რუსეთმა და პარალელურად 15 000 რაშისტი, პედოფილი შემოეთრა“მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს სახელმწიფოა, როცა დვანთან საზღვარი გადმოწია დღეს რუსეთმა და პარალელურად 15 000 რაშისტი, პედოფილი შემოეთრა?
ან აქ წერას რა აზრი აქვს, მაგრამ გამისკდა უკვე გული და სად დავწერო, სად ვთქვა უკვე აღარ ვიცი, თან ვერ წავედი დღეს აქციაზე, მიშას გარდა ვეღარაფერზე ვკონცენტრირებ, თან გინდა არ გინდა, ხომ ცოცხლობ ადამიანი , ხომ გიწევს ჭირში წასვლა, ლხინზე ვიღა ფიქრობს, ხომ გჭირდება წამალი და ელემენტარულად უსაშველოდ გაზრდილი კომუნალურების გადახდა, სამსახური, შემოსავალი და ამ დროს ნათესავი რომ აღარ დამრჩა საქართველოში, ბავშვობის მეგობარი და ძველი მეზობელი, გადიხარ აუცილებელი საჭიროებისთვის ქუჩაში და შეიძლება სახლში ვეღარ დაბრუნდე, პირდაპირ ციხეში გიკრან თავი, ვიღაც თავხედ რუსთან ჩხუბის გამო, მანქანით თუ გახვედი და საცობში მდგარს რუსული სიმღერები ჭკუიდან გშლის, ამ დროს ნერვები რომ აღარ გრჩება ოჯახის წევრებს მოეფერო კი არა, უბრალოდ დაელაპარაკო ან საღამოს ლოტო ეთამაშო შვილიშვილებს, ერთი სიტყვოთ , არ ვიცი, რატომ ვწერ ან რას ვწერ, მაგრამ ვწერ მაინც, იქნებ ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მომეშვას.“