მერაბ მეტრეველი – „თბილისობა“ არის ჩუკენობა ჩვენი ფულით“

მერაბ მეტრეველი - „თბილისობა“ არის ჩუკენობა ჩვენი ფულით“მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„ყოველ წელს ვწერ და ახლაც გავიმეორებ:
„თბილისობა” არის ძალად დღესასწაული, რომელიც ბიუჯეტის ფულით ხელისუფლების პიარს ესმახურება. ჰოდა, არანაირი სურვილი არა მაქვს ჩემი ფული ასეთ რამეებში იხარჯებოდეს.
ასეთ რამეებში ფულის დახარჯვა მხოლოდ მაშინაა გამართლრბული, თუ მას უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს. მაგალითად თუ აწყიბ ფესტივალს, რომელიც ტურისტების მოზიდვაზეა გათვლილი. “თბილისობა” კი გითხარით რაზეცაა გათვლილი.
ტურისტრბის მოზიდვაზე გათვლილი იქნებოდა, მაგალითად ბავარიის ოქტობერფესტის მსგავსად აქ ღვინის ფესტივალი რომ დაგვეარსებინა. ჩამოვიდოდნენ ტურისტრბი და ვასწავლიდით ღვინის ყანწებით დალევას. მწვადიც მოუხდებოდა და ყველაფერი. ოღონდ ეს ფესტივალი თბილისში კი არა, თელავში უნდა ჩატარდეს. თელავი უნდა იქცეს რამდნეიმე დღით მსოფლიოს ღვინის დედაქალაქი.
თუ ის მსოფლიო მასშტაბით შეიძენდა პოპულარობას, ეს იქნებოდა საქმე. დღეს რაც ხდება, არის ჩუკენობა ჩვენი ფულით.“