ეკონომიკური ექსპერტი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელსი წერს:
„ნუ დაველოდებით ახალ უბედურებას!
ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რომ ის სისტემა რომელიც დაინერგა დღევანდელი ხელუსუფლების მმართველობის დროს მნიშვნელოვან კორექტირებებს საჭიროებს .
მხედველობაში მაქვს სისტემა, რომელიც მიმართულია იმაზე ,რომ საჯარო მოხელეებმა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ, დააკისრონ კერძო სტრუქტურებს თვითონ კი მხოლოდ ჯარიმების ქვეყანაში აცხოვრონ მოსახლეობა.
აღნიშნული ობიექტი როგორც ყველა სხვა, აშენდა ტენდერის მეშვეობით . მთავრობისთვის კი ტენდერის მოგების ძირითადი მაჩვენებელია დაბალი ფასია. დაბალი ფასი კი მხოლოდ დაბალხარისხიანი შესრულების შედეგია.
მინდა ავღნიშნო, რომ 1997 წელს მიღებულ იქნა საერთაშორისო სტანდარტი IEC 60364-7-702, რომელიც კრძალავს 12 ვოლტზე მაღალი ძაბვის მქონე ელექტრო მოწყობილობების გამოყენებას შადრევნების ავზებში.
ისმის კითხვა! რატომ არ იყო ტენდერის პირობები შედგენილი აღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით?
ასევე საინტერესოა, რატომ გაუქმდა მერიის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია და ინსპექტირების ფუნქციები გადაეცა კერძო სტრუქტურას ?
მინდა რომ ჩვენმა მთავრობა კიდევ ერთ საშიშროების მოლოდინზე გაამახვიlოს ყურადღება.
დღეს მერიას და მთავრობას რატომღაც დაავიწყდა, რომ ბენზინ გასამართი სადგურები და გაზგასამართი სადგურები განეკუთვნებიან საშიში საწარმოების ობიექტების რანგს და მათ მიმართ არსებობს გარკვეული ნორმები რომლის დაცვაც აუცილებელია.
ჩემს ადრინდელ გამოსვლებში და სტატიებში მე არა ერთხელ ავღნიშნე, რომ საჭიროა შეიქმნას ამ დარგის სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის არ არსებობა ყოველდღე ზრდის დარღვევებს საშიში საწარმოებების ობიექტებში .
მაგალითად: ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო დაშენებულია პირდაპირ საწვავის ავზზე, დარღვეულია დაცილების ნორმები და ბევრი ტროტუარული ტიპის აგს-ი განლაგებულია ბაზრობებთან ,სკოლებთან ,საავადმყოფოებთან , ხალხმრავალ შეკრების ადგილებთან , არ ხდება გაზგასამართ სადგურების რესივერების ექსპლუატაციის ვადების კონტროლი, გამრავლდა გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურების შერწყმა ნორმების დაცვის გარეშე და სხვა. ნუ დაველოდებით ახალ უბედურებას.“

