რა ჯდება მექსიკიდან ამერიკაში შეპარვა – „ლეგენდების თანახმად, ხალხს ჭამენ ნიანგები, ანაკონდები, გიურზები იგესლებიან. ჩვენ არ შეგჭამეს…“

რა ჯდება მექსიკიდან ამერიკაში შეპარვა - „ლეგენდების თანახმად, ხალხს ჭამენ ნიანგები, ანაკონდები, გიურზები იგესლებიან. ჩვენ არ შეგჭამეს...“ჯგუფში „მექსიკიდან ამერიკაში”, მორიგი ისტორია გამოქვეყნდა, თუ რა გზის გავლა უწევთ ქართველ ემიგრანტებს, საქართველოდან აშშ-მდე.

ინგა კორინთელია, რომელიც უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე სოციალურ ქსელში წრს:

„მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თქვენი მიდგომა დამოკიდებილება მექსიკიდან ამერიკაში გადმომსველელი ხალხისადმი! შეიძლება ყველას თქვენ ინტერესი გაქვთ „ტურისტული ბიზნესი” მაგრამ, ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში, ნუ ცდილობთ თავს მოახვიოთ თქვენი მცდარი შეხედულება!

4 ჯგუფია FB – ზე, 3 ჯგუფია Telegrem ის, ყველგან სხვადასხვა ინფორმაცია იწერება, მიზან მიმართულად მიდის პანიკის დათესვა!

ყველა არ გავდივართ ერთი და იგივე გზას არააა! ბევრი გზაა და ყველა გადის სხვადასხვა გზას, სხვადასხვა გადამყვანების დახმარებით!

როგორ ჩამოვედით 9 კაციანი ჯგუფი?!

1) გავაკეთეთ „მექსკის ტურისტული საბუთი”

საბუთი დაგვიმზადა 8 სამუშაო დღეში.

საბუთის ღირებულება 1500 $ თანხა გადავიხადეთ საბუთის დამზადების შემდეგ.

2) გადამყვანმა დაგვიგემგმა გზა, თბილისი – ბარსელონა – მადრიდი – კანკუნი.

უკანა გზა, კანკუნი – თურქეთი- თბილისი

სასტუმრო კანკუნში 10 დღიით.

გადავიხადეთ 2350 €

არსად დაბრკოლება არ გვქონია, კითხვები ჰქონდათ ისიც ძალიან ზედაპირული, რასაც ნებისმიერ ქვეყანაში სვავენ როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ!

3) კანკუნის აეროპორტი. ვიცოდით ვინ უნდა დაგხვედროდა, ასევე იცოდნენ ვინ მივდიოდით.

კანკუნის აეროპორტიც დაბრკოლების გარეშე გავიარეთ.

კანკუნში გავჩერდით 3 დღე.

მეოთხე დღეს მოგვიტანეს ბილეთები გადავფრინდით ტიხუანში.

4) ტიხუანაში გადასვლის დროს იყო რეიდები. რეიდის გამო 2 ჯგუფად წამოვედით, ერთი ჯგუფი ერთ დღეს მეორე ჯგუფი მერე დღეს. კანკუნის აეროპორტში იყო ძალიან გართულებული სიტუაცია, ამოწმებდნენ ყველას და ყველაფერს.

მექსიკელების რეიდი იყო.

ჩვენ ძალიან მხიარულად ტურისტულად არანაირი ნერვიულობა მშვიდად და წყნარად გამოვიარეთ. მთავარია არ დაიბნეთ, დაბნევა და ბორტიდან მოხსნა ერთია, არ უნდა იფიქროთ იმაზე რომ ამერიკაში გადაპარვას აპირებთ, იფიქრეთ იმაზე რომ მიდიხართ ტურისტულად ხართ ტურისტები.

5) ტიხუანაშიც ასევე იყო რეიდები, ოღონდ ამერიკელების.

ტიხუანაში ყოფნა მოგვიწია 8 დღე.

ტიხუანაში გარეთ გამოსვლაც კი არ შეიძლება როდესაც რეიდებია, გადამყვანის ხალხს მოჰქონდათ ყველაფერი რაც გვინდოდა.

სასტუმროს კვების ხარჯი გადამყვანის იყო. ჩვენ არაფერი გადაგვიხდია დამატებით.

6) ტიხუანაა მეხიკალას გზა ?

ლეგენდების თანახმად, ხალხს ჭამენ ნიანგები, ანაკონდები, გიურზები იგესლებიან. ჩვენ არ შეგჭამეს, არც დაგგვესლეს, ეტყობა უკვე ნაკვებები იყვნენ.

ტიხუანადან მეხიკალამდე წავედით მანქანით, გზაში ვიყავით 3 საათი.

ჩახსნილ ღობიდან დაგვტოვეს 1 კილომეტრში დანარჩენი გავიარეთ ფეხით.

1 კმ ფეხით, პატარა მდინარეზე გადავედით, წელამდე წყალი იყო ? არაფერი საშიში !

7-8 საათი ველოდეთ ამერიკელებს რომ ჩავბარებულიყავით.

7) დეთენშენი, აქაც ლეგენდების თანახმად გაუსაძლისი სიტუაციაა ? მაგრამ ესეც არ შესაბამება სიმართლეს, იმაზე მეტი გაუსაძლისი არაფერია, რაც დღეს საქართველოში ხდება!

რა გზის გამოვლაც ქართველებს გვიწევს ჩვენთვის საოცნებო ქვეყანაში ჩამოსაღწევად.

დეთენშენში ვიყავით გოგოები 2 დღე ღამე, კაცები 5 დღე ღამე გავერეს.

სიტუაცია ნორმალურია სანერვიულო ვაი ეს რა არის, აქ ვერ გავძლებ არააა!

დღეს უკვე აქ ვართ ? ყველას გისურვებთ მალე ოცნების ასრულებას!

სანერვიულო არაფერი, მიზნის მისაღწევად ღირს რისკზე წასვლა.

1) საბუთი 1500 $

2) მგზავრიბა 2350 €

3) სპონსორი 1000 $

4) გადამყვანის თანხა 6000 $

5) სახარჯოდ გზაში 1000 $”.

ექსკლუზივტვ.