„რა მარიტას ქანდაკება! რა ფულის შეგროვება დევი მეზურნიშვილისთვის! ასე ყველაფრის გაბანძება როგორ შეიძლება, ხალხო!” – ირინა სარიშვილი

„რა მარიტას ქანდაკება! რა ფულის შეგროვება დევი მეზურნიშვილისთვის! ასე ყველაფრის გაბანძება როგორ შეიძლება, ხალხო!" - ირინა სარიშვილიირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რა მარიტას ქანდაკება!
რა ფულის შეგროვება დევი მეზურნიშვილისთვის!
ასე ყველაფრის გაბანძება როგორ შეიძლება, ხალხო!
ამას მერიაც გააკეთებს, თუ ჩათვლის რომ საჭიროა და რა მერე?! რა?!
რაც შეეხება კახა კალაძის გადადგომას, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რადგან მის მორალზეა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი და მორალი ყველას თავისი აქვს, სხვა ვერაფრისკენ მოუწოდებს.
ზუსტად იმიტომ რომ ოთხი შვილი ჰყავს,
ზუსტად იმიტომ რომ მართლა უამრავ ბავშვს დახმარებია…
და კიდევ ზუსტად იმიტომ რომ ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ ავადხსენებული შადრევნის ფონზე სწორედ მისი – კახა კალაძის ზეიმი იყო და ამ ზეიმის მერე მივიდნენ იქ ბავშვები გასართობად, აი ზუსტად ამიტომ ალბათ კახა კალაძისთვის ბევრად ადვილი იქნებოდა ცხოვრების გაგრძელება, თუ გადადგებოდა.
ეს ჩემი გადმოსახედიდან…
მან ეს არ (ვერ) გააკეთა.
მისთვის იყო კარგი გადადგომა, მის ცხოვრებას შეცვლიდა უკეთესისკენ, თორემ ამ ქვეყნის უბედურების სათავე კახა კალაძე რომ არ არის და მხოლოდ მისი შეცვლით რომ არაფერი შეიცვლება, ეს არ ვიცით?!
ეჰ…”