„რაც მოხდა, იმაზე ვინ აგებს პასუხს?” – მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე ბავშვები მოიწამლნენ

„რაც მოხდა, იმაზე ვინ აგებს პასუხს?" - მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე ბავშვები მოიწამლნენგუშინ გვიანობამდე ხმაური იყო მუშტაიდის ბაღთან მდებარე საცურაო აუზზე, სადაც მოზარდები და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ.

მშობლებს აინტერესებთ, ვინ არის პასუხისმგებელი მასობრივ ინტოქსიკაციაზე. ისინი გულგრილობასა და უყურადღებობაში მერიასაც ადანაშაულებენ, რადგან აუზი მერიის დაქვემდებარებაშია. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა და კახი კალაძის უწყებას აუზის სადეზინფექციო საშუალების შეცვლის თხოვნითაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მწვრთნელიც ადასტურებს, რომ მერიამ თანხები დაზოგა და უხარისხო სადეზინფექციო ნივთიერება შეიძინა, რის შესახებაც მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.